გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალუდა ღუდუშაური: გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა

2-06-2021

"გახარიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა გახარიამ ახსნას, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ აღსრულების სასამართლო გადაწყვეტილების გადავადება მომხდარიყო.

„ჩვენ საფუძვლიანად შევხედავთ იმ ნაბიჯებს, რასაც დგამდა „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მეორე მხრივ გახარია და მისი გუნდის წევრები, ეს კავშირი შესაძლებელია, რომ არსებობდეს და ამის კითხვები ნამდვილად არის.

გახარიასთან მიმართებაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებმაც მის მიმართ არსებული კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა. ეს არის პასუხგაუცემელი კითხვები და გახარიამ უნდა გასცეს პასუხები, რისთვის სჭირდებოდა ის 2 დღე, რომელსაც ითხოვდა, რომ გადავადება მომხდარიყო აღსრულების სასამართლო გადაწყვეტილების“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930