გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიაკრიტიკას მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო

2-06-2021

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის მედიაკრიტიკის პლატფორმას, რომელიც ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით შეიქმნა, სოციალური მედიაში მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო, რაც პლატფორმის აქტუალურობას და კვალიფიციური მედიაკრიტიკისადმი საზოგადოების მაღალ ინტერესს ადასტურებს.

2020 წელს www.mediacritic.ge-ზე მედიაკრიტიკის ანალიტიკური მიმართულების 59 რეცენზია, 63 საავტორო ბლოგი და ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული ჟანრის 178 რეპლიკა განთავსდა. ვებგვერდს 2020 წელს 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა , ხოლო ჯამში მედიაკრიტიკის მასალებს მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო.

შეგახსენებთ, რომ www.Mediacritic.ge საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების დონის ამაღლებასა და მოქალაქეთა სწორად ინფორმირებას ემსახურება, რომლის მიზანი ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა. კერძოდ, მედიაკრიტიკის საშუალებით, მკითხველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია ყალბი და არაკეთილსინდისიერი მედიაპროდუქტის შესახებ. მედიაკრიტიკის მიზანია, ერთი მხრივ, საზოგადოებას დაეხმაროს იმის გარჩევაში, როგორ მედიაპროდუქტს მოიხმარს და, მეორე მხრივ, პროფესიულ განვითარებაში შეუწყოს ხელი თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს.

2019 წელს მედიის ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების მონაწილეობით, შემუშავდა მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი, რომელსაც მედიააკადემიაში მიმდინარე აკადემიური პროცესების ხელშეწყობისა და, ზოგადად, მედიაკრიტიკის სფეროს განვითარების ფუნქცია აკისრია. შექმნის დღიდან მედიაკრიტიკის პლატფორმა სწორედ ამ კოდექსში გაწერილი პრინციპებითა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930