2-06-2021
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„როდესაც კრიტიკული მომენტი იყო საქართველოსთვის და როდესაც „ნაცმოძრაობის“ იდეა (იყო), რომ დაეანონსებინა საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოშლა და შემდეგ ამას მოჰყვებოდა გარკვეული მძიმე პროცესების განვითარება, სწორედ ამ მომენტში პრემიერ-მინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, მისი ნაბიჯები დაემთხვა ინტერესებს, რომელიც ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი რევოლუციური სცენარის შესრულებაში მონაწილეობისთვის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე მილიონი შესთავაზა.