გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ეფექტური კოორდინაციისთვის ერთიანი პლატფორმა შეიქმნება

2-06-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ შეხვედრა გამართა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განათლების სფეროს განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის ეფექტური მექანიზმის შემუშავება წარმოადგენდა სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით.

დაგეგმილია ერთიანი პლატფორმის შექმნა, სადაც მოხდება განათლების სექტორში მიღწეული პროგრესის შეფასება, დონორებისა და სხვა მონაწილეთა მიმდინარე პროგრამების განხილვა, ინვესტიციების საჭიროებების დაზუსტება და ახალი ერთობლივი პროექტების იდეების გენერირება.

მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს წლების განმავლობაშისაქართველოში განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისთვის, ისაუბრა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: 
„საქართველოს მთავრობას აკისრია ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულება, საქართველოს თითოეული მოქალაქე აღჭურვოს საჭირო უნარ-ჩვევებითდა უზრუნველყოს მათთვის ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი უმთავრესი მიზანი, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი წინაპირობაა“.

მინისტრმა აღნიშნა, რომამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების და მეცნიერების 2022-2032 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, რომელიც ხარისხიან განათლებასა და მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე არის ორიენტირებული. მისი თქმით, ამ სტრატეგიის შემუშავების პროცესში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობა მეტად მნიშვნელოვანია.

საუბრისას მიხეილ ჩხენკელი პანდემიით გამოწვეულ უპრეცედენტო მასშტაბის გამოწვევებს შეეხო, რამაც განათლების სისტემის ახალ რეალობასთან ადაპტაციის საჭიროება შექმნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ძლიერი და მდგრადი განათლების სისტემის შექმნა, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალისა და საგანმანათლებლო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), USAID-ის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გოეთეს ინსტიტუტის, ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930