გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო კომპანიის სტატუსით 17 კომპანია სარგებლობს

2-06-2021

„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის N619 დადგენილებით, განსაზღვრულია პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების პირობები.
(საქმიანობის სფეროებად განსაზღვრულია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობა და გემთმფლობელის ან/და გემის ფლობასთან დაკავშირებული საქმიანობა).
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სულ ამ დროისთვის „საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს 17 კომპანია, მათგან IT სფეროში 14, ხოლო საზღვაო სფეროში- 3.

• შპს „IntegrationPointGeorgia“
• შპს „მრკტ.კომ“
• შპს „ჯორჯიან სერვის გრუპი-2007“
• შპს „EM კონსულტაციები და პროგრამული უზრუნველყოფა, EMCoS“
• შპს „არკას ჯორჯია“
• შპს „სმარტ ჰაბ“
• შპს „იუჯითიინთელიჯენთსოფთვეასოლუშენს“
• უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) „aMindGeorgiatheBranchofaMindSolutions LLC”
• შპს „TERO MARITIME AGENCY“
• შპს ეპამსისტემს (ჯორჯია)
• შპს "ვებიზ ინტერნეიშენელი"
• შპს „სინგულარ ჯგუფი“
• შპს „სპრაიბინთერნეშენალი“
• შპს "ოპტიმე"
• შპს "ომედია დეველოპმენტი"
• შპს "კრიპტექს აი ქიუ"
• შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია

საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%. საერთაშორისო კომპანია გათავისუფლებულია ქონების (გარდა მიწისა) გადასახადისაგან, თუ ეს ქონება საქართველოს მთავრობის დადგენილებით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არის გამიზნული ან გამოიყენება.

საწარმო სტატუსის ფარგლებში ნებადართულ საქმიანობას უნდა ახორციელებდეს საქართველოში.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომსახურება გაუწიოს მხოლოდ იმ პირ(ებ)ს, რომლის/რომელთა რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი არის საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამასთან, მითითებულ საქმიანობაში იგულისხმება მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურება.

იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:
• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930