3-06-2021
"მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია" წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ" - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, უკრაინას და საქართველოს აქვს ძალიან დიდი ხნის ისტორია, მჭიდრო კულტურული კავშირები და ხალხებს შორის კონტაქტები. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, არის ჩვენი მწერალი, პოეტი ქალბატონი ლესია უკრაინკა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება ლესია უკრაინკას ახალი მუზეუმ- ბიბლიოთეკის შენობის მშენებლობა სურამში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს მიერ მიღწეული შეთანხმებები რეალიზებული იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს არა მხოლოდ გავაღრმავოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, არამედ ხელს შევუწყობთ ჩვენი ქვეყნების წინ წაწევას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მე მჯერა, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები „განწირულია" წარმატებისთვის და ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს",-განაცხადა დენის შმიგალმა.