გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვალერიან მჭედლიძემ საქმიანობა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებით დაიწყო

3-06-2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის თითოეული სამსახური უზრუნველყოფს რეგიონის გამართულად მუშაობას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, მხარეებმა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებზეც იმსჯელეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930