გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასწავლო წლის დასრულებამდე სკოლებში მონიტორინგი და მასწავლებელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

4-06-2021

2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისის სკოლებში პერსონალის სავალდებულო ტესტირებასა და მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო და მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები ადგილზე შეაფასა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მშვიდ, უსაფრთხო გარემოში გრძელდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს და მოსწავლეებმა სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დაასრულონ.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით სკოლებში თანამშრომელთა რიგით მე-9 სავალდებულო ტესტირება ტარდება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით უტარდებათ. ამასთან, სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930