გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დეპუტატებმა გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ თუ იმუნიტეტი მოიხსნებოდა და სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მოხდებოდა დაპატიმრება

5-06-2021

„დეპუტატებმა გიორგი გახარიასგან მიიღეს პირობა, რომ თუ საპარლამენტო იმუნიტეტი მოიხსნებოდა, ამ შემთხევევაში სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად მოხდებოდა კანონის აღსრულება და თუ სასამართლო ნიკა მელიას პატიმრობას შეუფარდებდა, მოხდებოდა დაპატიმრება, ანუ, კანონი აღსრულდებოდა. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა“ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2-ის“ „ღამის კურიერში“.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ დეპუტატებს ეს პირობა 13 თებერვალს მისცა.

„ეს ხდება 13 თებერვალს, როდესაც გიორგი გახარია ჩვენთან ერთად აძლევს დეპუტატებს ამ პირობას. თუ სასამართლო შეუფარდება მელიას პატიმრობას, ამ შემთხევაში დაბრკოლება არ შეექმნებოდა კანონის აღსრულებას. ამაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ , თუ რამე იცვლებოდა, 3 დღე კიდევ იყო, გახარიას შეეძლო პოზიციის გამოხატვა. 16 თებერვალს, საღამოს, პარლამენტმა მიიღო მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება. ეს ხდება 16 თებერვალს, ანუ 18 თებერვალს გადადგა შემდეგ გახარია. 16 თებერვლის საღამომდე არაფერი არ ხდება. ანუ, გახარია ისევ იგივე პოზიციაზეა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ გვქონდა ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში. ხანდახან პოლიტსაბჭოს ფორმატი, ხან იყო ვიწრო შემადგენლობით ვიკრიბებოდით. მაგალითად, მე, გახარია, კახი კალაძე, ღარიბაშვილი, გომელაური და ა.შ. ვიკრიბებოდით იმიტომ, რომ იყო აქტუალური პოლიტიკური თემები. ანუ, 16-ის ჩათვლით პოზიცია არ შეცვლილა. 17-ში დღის პირველ ნახევარში ჩვენ არავითარი განსხვავებული პოზიცია არ მოგვისმენია. 17-ში, როდესაც უკვე ჩაინიშნა სასამართლოს სხდომა და აქტუალური გახდა ეს საკითხი, დიდი ალბათობით, გამომდინარე იქიდან, რომ გირაო არ გადაიხადა მელიამ, სასამართლო შეუფარდებდა პატიმრობას. 5 საათზე მოდის გახარია და ითხოვს შეხვედრას ვიწრო წრეში და აცხადებს, რომ მელია არ უნდა დავაპატიმროთ მყისიერად, ანუ რა პირობაც მისცა მან, საპარლამენტო უმრავლესობას, იმ პირობის წინააღმდეგ წავიდა, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. გახარია ითხოვს, ორ-სამ დღეს, ანუ ამბობს რომ არ უნდა დავაპატიმროთ მელია, თუ სასამართლო შეუფარდებს მას ამ პატიმრობას, არ უნდა მოხდეს მყისიერად ამის აღსრულება. ერთადერთი რასაც ამბობდა იყო ის, რომ აქტივისტების „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ყველაზე მეტი კონცენტრაცია იქნებოდა სწორედ მეორე დილით და შემდეგ ეს კონცენტრაცია შემცირდებოდა. ჩვენ გვქონდა ჩვენი არგუმენტი, ყველა ვამტკიცებდით, რომ რეალურად კონცენტრაცია, კი არ შემცირდებოდა, მეორე დილით ან შემდეგ, არამედ გაიზრდებოდა. ეს არგუმენტი, იყო ძალიან მარტივი, შემდეგ პრაქტიკაში ჩვენ დავინახეთ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც არ მოხდა მელიას დაკავება, კონცენტრაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიზარდა, რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ადამიანები, 200 შეშინებული ნაციონალი იჯდა 18 თებერვლის დილით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 23 თებერვალს , როდესაც ნიკა მელია დააკავეს, 800 კაცამდე იყო, ანუ 200- დან გაიზარდა 800-მდე. აქედან ჩანს რომ გახარიას არგუმენტი რეალურად არ იყო, არგუმენტი.
„გაზრდილი კონცენტრაციის პირობებში, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისე ჩაატარა ოპერაცია, რომ ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, რაც უმარტივესი მისაღწევი იყო. შსს, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური ჩაუდგა სათავეში მოწოდების სიმაღლეზე დგას “ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930