გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვა

5-06-2021

ბათუმის საჯარო სკოლების მზის სისტემებით აღჭურვის პროექტი წარმატებით დასრულდა. ის ბათუმის 13 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რაც ქალაქის სკოლების ნახევარს შეადგენს. ცამეტ საჯარო სკოლაში განთავსებული გენერაციის ობიექტები ნეტო აღრიცხვის სისტემაშია ჩართული, რაც საშუალებას მისცემს სკოლებს სრულად გამოიყენონ გამომუშავებული ელექტროენერგია.

პროექტის განხორციელების ანგარიშს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ენერგეტიკისა და განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ბათუმის საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვის პროექტი საპილოტეა და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მან ყურადღება გაამახვილა პროექტის საგანმანათლებლო და ეკონომიკურ კომპონენტებზე, რადგან მათი მეშვეობით ახალი თაობა უკეთ შეძლებს, გაეცნოს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მნიშვნელობას, გარდა ამისა, მზის პანელების გამოყენებით აღნიშნულ სკოლებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ კომუნალური გადასახადები. „რაც ყველაზე მთავარია, ესაა განახლებადი, სუფთა ენერგიის ათვისება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მსოფლიოში ნომერი პირველი გამოწვევაა გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ სუფთა ენერგია და ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან ერთად გამოვიყენოთ ადგილობრივი, სუფთა განახლებადი მწვანე ენერგია. ეს პროექტი ამის კარგი მაგალითია," - განაცხადა ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა.

პროექტი ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა" და ლიეტუვური კომპანია შპს ,,Via Solis"-ის პარტნიორობით შემუშავდა, ლიეტუვის გარემოსდაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამოყოფილი გრანტი მოიპოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930