გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალტეტის მერიამ დასუფთავების აქცია მოაწყო

5-06-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში, დასუფთავების აქცია გამართა.

საჯარო მოხელეებმა, შპს “კომუნალური მეურნეობის" თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ ცურტავში მდებარე, ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის 1972 წლის გადაწყვეტილებით ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს. დღეს მერიის თანამშრომლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცურტავის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ. ჯანსაღი გარემო თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია და ბოლნისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ჩვენ ვართ ევროკავშირის ინიციატივის ხელმომწერები, რომელიც მუნიციპალიტეტში CO2-ის 30%-ით შემცირებას ითვალისწინებს. ყველას მოგიწოდებთ გავუფრთხილდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930