10-05-2018
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ კახეთის რეგიონში, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით რეგიონში სამხრეთ მიმართულებიდან შემომავალი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, საერთო ფართობით 565 კვადრატული კილომეტრი.
გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.
ფრონტალური ღრუბლის მასები სამხრეთ მიმართულებიდან შემოვიდა, კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80-100% შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 23 მმ იყო.
ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა ექვსივე რაიონში წვიმის სახით ჩამოიცალა.
11-12-2025