გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილით, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთეს

5-06-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის სამმართველოს მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

კომპანიის მიერ, საფოსტო გზავნილის სახით, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იქნა 266 ცალი მეორადი მოხმარების ( Iphone 42 ცალი, Samsung 65 ცალი, Xiaomi 159 ) მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულებამ თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით - 14203,7 ლარი შეადგინა.

რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ დეკლარირებული მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა აღდგენილ, არამედ ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს და საერთო საბაჟო ღირებულებამ - 264 309,3 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930