გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

10-05-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სადგური ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ),ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, პეკინის გამზირის, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის, ცოტნე დადიანის, ცინცაძის, კუტუზოვის, გამრეკელის, გორგასლის (ნაწილობრივ), საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, გომის, ზდანევიჩების, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ქერჩის, სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, ალექსანდრე მანაგაძის, იუმაშევის (ნაწილობრივ) და მეკოკიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას საქსოფმანქანის დასახლების IV კვარტლის, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, შანდორ პეტეფის, ჯიქიას, ანა პოლიტკოვსკაიას, გოკიელის(ნაწილობრივ), უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლები.


ასევე გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილისIII მასივის VIII კვარტლის და შუამთის ქუჩის მაცხოვრებლებს, 15 საათიდან 16 საათამდე გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 12 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, სტანისლავსკის (ნაწილობრივ), სამტრედიის, ბალის, მირცხულავას, წყალტუბოს, ტრანსპორტის და კარალეთის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე კეკელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.


"თელასის" ინფორმაციითვე, 12 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეზღუდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930