7-06-2021
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
გახარიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო...
სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.
ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!" - განაცხადა გიორგი გახარიამ.