გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქროები აღმოაჩინეს

10-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებისმიერ, მარტვილის მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, 2 უკანონო სახერხი საამქრო და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოვლინდა.


ამოღებულია რცხილასა და კრიპტომერიის სახეობის დაუფირნიშებელი მორები და უკანონოდ მოპოვებული 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 12 ოქმი შედგა (128 პრიმა 2 მუხლისმე-2 ნაწილით, 128 პრიმა 3 მუხლისმე-3 ნაწილით, 53 პრიმა 2 მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსის 31 მუხლის მე-8 ნაწილით), რომლებიც ითვალისწინებენ საჯარიმო სანქციებს 1000-დან 2000 ლარამდე.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930