7-06-2021
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ონის სერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი სიახლეები და დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში დროულად უნდა განხორციელდეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტის „ საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება" მიმდინარეობის პროცესზე ონის მუნიციპალიტეტში, რომელიც გულისხმობს განცხადებების და კორესპოდენციების მიღების განახლებულ წესს და უზრუნველყოფს საქმისწარმოების პროცესების ოპტიმიზაციას, სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას.
სამსახურების ხელმძღვანელებმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.