გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს შესვლის შესაძლებლობებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს

8-06-2021

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს შესვლის თაობაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე საბანკო სექტორთან ერთად განიხილეს SEPA-ში გაწევრიანების შესაძლებლობები და კომერციული ბანკების მოსაზრებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს, ევროკავშირში საქართველოს საელჩოს და ევროპული გადახდების საბჭოს სამდივნოს შორის გამართული შეხვედრის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გააცნო. ასევე აღნიშნა რომ ევროკავშირის პროექტის „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" მიერ, სამუშაო ჯგუფისთვის მომზადდება SEPA-ში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე კვლევისა და ანალიზის დოკუმენტი.

სამუშაო ჯგუფმა მოისმინა საბანკო სექტორის პოზიციები SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და გადაწყდა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან გაწევრიანების პროცესში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930