გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს

8-06-2021

სპეციალური ოპერაციების მებრძოლებმა საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისი“-სა და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონთან“ ერთად საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს.

სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მე-4 მექანიზებული ბრიგადის მებრძოლები, რომლებმაც ჯგუფებს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს.

სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგის ზურგში ერთობლივი ასიმეტრიული და არაკონვენციური ბრძოლების წარმოება იყო. კულმინაციურ სწავლებაში შერწყმულმა ქვედანაყოფებმა ტერორისტების მიერ დაკავებულ სტრატეგიულ ობიექტზე რეიდის ოპერაცია ჩაატარეს. დასკვნით სწავლებას ამერიკელი სამხედროები აკვირდებოდნენ, რომლებმაც გაერთიანებული ჯგუფების მოქმედება წარმატებულად შეაფასეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930