გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხელ სარჯველაძე: სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი

8-06-2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.



„ის, რაც ბოლო პერიოდში განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც მოხდა და საუბარი მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი ინფორმაციით, ახლა ვითარება არის უკეთესი, ვიდრე 2 კვირის წინ იყო, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

„დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა, ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი. ეს ის სფეროა, სადაც კომპრომისი არის გაუმართლებელი", -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930