8-06-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში მამაკაცი მოკლეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოკლულია სამარშუტო მიკრო-ავტობუსის მძღოლი. ერთ-ერთი ვერსიით მას რამდენიმე ადგილობრივი ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგად დაშავებული ადგილზე დატოვეს.
მამაკაცი მოსახლეობამ უგონო მდგომარეობაში იპოვა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.