8-06-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112" -ში შესული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, ლათქარიას მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე იმყოფებოდა დაშავებული მოქალაქე, რომელიც ვერ ახერხებდა გადაადგილებას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
მოქალაქე მეორე ნაპირზე ბაგირის საშუალებით ცდილობდა გადასვლას, რა დროსაც, ბაგირი გაწყდა და მამაკაცი წყალში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად, მას ქვედა კიდური დაუზიანდა, თუმცა მეორე ნაპირზე დამოუკიდებლად ასვლა მაინც მოახერხა.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა.
მეხანძრე-მაშველებმა მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ჩარჩენილი დაშავებული მოქალაქე უსაფრთო ადგილზე გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.