გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

9-06-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მაჭავარიანის, ემხვარის, ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ სანერგე მეურნეობის, გარდაბნის სანერგე მეურნეობის, რეხის დასახლების, რეხის I, II, III ქუჩების, დურმიშიძის, ალავერდის, ზაქარია ჯორჯაძის, ვალერიან კანდელაკის, ნიკოლოზ აგიაშვილის, ნატო გაბუნიას, ალოიზ მიზანდარის, სოლომონ ყუბანეიშვილის, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, ივერთუბნის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის, თამარ და აკაკი პაპავების, ბარაკონის და არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის, ბაგრატ III, ვეფხისტყაოსნის, არქანჯელო ლამბერტის და სტრაბონის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ზოვრეთის, კანდელაკის, ლვოვის, ლევანდოვსკის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, ილია ოდიშელიძის და გაბრიელ ისაკაძის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ლილოს დასახლების, საქ.ნავთობის დასახლების (ლილო), ჭირნახულის და გურამ თიკანაძის ქუჩების მოსახლეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930