გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზეიმო ცერემონიალით ქორწინების რეგისტრაცია კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა

9-06-2021

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ზურაბ სანიკიძემ კახეთის რეგიონის ორ ქალაქში - თელავსა და გურჯაანში ქორწინების სივრცეები გახსნა.

9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება.

ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს), მათ შორის თელავსა და გურჯაანში ახლად გახსნილ საქორწინო სივრცეებს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

აღსანიშნავია, რომ თელავსა და გურჯაანში ქორწინების საზეიმო სივრცე ამ დრომდე არ არსებობდა და ქორწინების მსურველ წყვილებს შეეძლოთ, მიემართათ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ფილიალებისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე ტარდებოდა. დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახლად გახსნილ, სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში. ახალი, თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისად მოწყობილი ქორწინების სივრცეები განთავსებულია თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში.

წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930