9-06-2021
გახარიამ უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და დამატებით თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია, ეს თავის თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით სწორედ მისი გუნდი გამოირჩეოდა და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას თქვა.
მისივე თქმით, არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში კორუფციისა და ნეპოტიზმის კუთხით არ არსებობს.
„გახარიამ ისაუბრა კორუფციასა და ნეპოტიზმზე, თუმცა შემდეგ უკან დახევა მოუწია სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ არავითარი სისტემური პრობლემა საქართველოში ამ კუთხით არ არსებობს.
რა თქმა უნდა, კორუფცია ყველა ქვეყნის პრობლემაა, მაგრამ რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ამაზე ჩვენ გვაქვს პოზიცია და მასაც ჰქონდა პრემიერობის დროს შესაბამისი პოზიცია და მას თავისი გამონათქვამის დაკორექტირება მოუწია, კერძოდ მან უარყო ბრალდება სისტემურ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით და დამატებით თუ სადმე იყო „ქართულ-ჯიგრული“ კორუფცია, ეს თავის თანაგუნდელებში მოიკითხოს, ამით სწორედ მისი გუნდი გამოირჩეოდა და ამიტომ მოუწია მას უკან დახევა“, - განაცხადა კობახიძემ.
გახარიას ნეპოტისტური ქსელი - როგორ ასაქმებდნენ და აწინაურებდნენ გიორგი გახარია და მისი უახლოესი გარემოცვა სახელმწიფო უწყებებში ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს