გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სოფელ ქვემო ჭალის საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

9-06-2021


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.

მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში შეიცვალა კარ-ფანჯარა, ელექტრო და სანიტარული კვანძები, გაილესა შენობის შიდა და გარე კედლები, მოეწყო გათბობის სისტემა, დასრულების პროცესშია ჭერის და მეტლახის, კაფელის დაგება.

ამჟამად მიმდინარეობს სამღებრო სამუშაოები და კეთილმოეწყობა ეზო.
აღნიშნული საბავშვო ბაღის სამუშაოებს სს „სამშენებლო ტრესტი #3“ ახორციელებს, მისი ღირებულება 284 988 ლარია.

მშენებლობა, რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

განახლებული შენობა 7 სოფლის აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მათგან 4 სოფელი მაღალმთიანია, 5 კი გამყოფი ხაზის პირა.

მუნიციპალიტეტში ამჟამად სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების პროცესშია, ხოლო სოფელ ზემო რენეში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930