გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

9-06-2021

ერთ-ერთი მედიასაშუალების, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის მიერ ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების დისკრედიტაცია. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სენაკის მე-2 ქვევითი ბრიგადა 65-მა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა არის სრული სიცრუე - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

"სამწუხაროდ, სააგენტომ მიუხედავად თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის გადამოწმებისა, შეგნებულად მაინც გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. ბოლო წლებში გატარებული პოზიტიური რეფორმების შედეგად, რაც მოიცავდა სამხედროებისათვის როგორც ხელფასების ზრდას, ასევე მათი საყოფაცხოვრებო, კვებითი, განათლების ხელშეწყობის, აღჭურვილობის, ჯანდაცვის და სხვა პირობების გაუმჯობესებას, თავდაცვის ძალებში მნიშვნელოვნადაა შემცირებული გადინების მაჩვენებელი.

თავდაცვის ძალები წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომლის იმიჯის შეგნებული დაზიანება ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ინტერესების საზიანოა. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედიასაშუალებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და შეწყვიტონ ყალბი ინფორმაციების გავრცელება"- აცხადებენ სამინისტროში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930