10-06-2021
ბანაკ „პალდოში“ საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის აქტიურ რეზერვისტთა ერთკვირიანი სწავლება მიმდინარეობს.
რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გადის.
დღეს „პალდოს“ სასროლეთზე სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საცეცხლე მომზადება ჩატარდა. საბაზისო ერთკვირიანი სამხედრო სწავლების გავლის შემდეგ, ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები წლის განმავლობაში არაუმეტეს 45 დღე შეიკრიბებიან და სამხედრო მომზადებას გაივლიან. რეზერვისტებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდათ და ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი სამუშაო ადგილებიც შეუნარჩუნდებათ. პროგრამაში ჩართულ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.
აღნიშნული სწავლების პარალელურად, რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის სწავლება დასავლეთ საქართველოში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 120, ხოლო მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონი 85 რეზერვისტით დაკომპლექტდა.