10-06-2021
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი QS World University Rankings - ის 2022 წლის რანჟირებაში 30 ადგილით დაწინაურდა და 571-580-ე პოზიციას იკავებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეორე წელია წარმოდგენილია QS World University Rankings - ის რანჟირებაში.
QS World University Rankings უნივერსიტეტების რეიტინგის შედგენის მიზნით იყენებს შემდეგ ინდიკატორებს: აკადემიური რეპუტაცია, დამსაქმებელთა შორის რეპუტაცია, სტუდენტებისა და პერსონალის თანაფარდობა, პერსონალის ციტირების მაჩვენებელი, უცხოელი პერსონალი, უცხოელი სტუდენტები. შესაბამისად, რანჟირება ფარავს უნივერსიტეტის სწავლა-სწავლების, კვლევისა და ინტერნაციონალიზაციის, უნივერსიტეტის რეპუტაციის შეფასებას.
QS World University Rankings მსოფლიო უნივერსიტეტების 2022 წლის რანჟირებას სათავეში მასაჩუსეტსის ტექნოლიგიური ინსტიტუტი (MIT) უდგას.
QS World University Rankings - ის 2021 წლის მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო ათასეულში თსუ 601-650 პოზიციაზე იყო.