გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს ამერიკელმა პარტნიორებმა საჩუქარი გადასცეს

10-06-2021

ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, რაიან ჰარკერ ჰარისს, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის სამსახურის უფროსს, ვიცე პოლკოვნიკ პოვილას სტრაზდასს და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივ ურთიერთობათა ოფიცერს, მაიორ დანიელ სეკულას უმასპინძლა. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი მოდელის ის სამედიცინო აღჭურვილობა _ექოსკოპიის აპარატი, ენდოსკოპიური და გულზე დატვირთვის სისტემები, რომლებიც კლინიკას ამერიკელი პარტნიორების ძალისხმევით გადმოეცა. აღსანიშნავია, რომ 300 000 აშშ. დოლარის ღირებულების აპარატურა იმ მხარდაჭერის პროგრამის პირველი ეტაპი გახლავთ, რომელსაც აშშ-ს საელჩო, კერძოდ კი, საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების თანადგომისთვის ახორციელებს. სტუმრები, ასევე, გაეცნენ ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას, იმ სამედიცინო სერვისებს, რომლებსაც კლინიკა სთავაზობს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

'"მოხარული ვარ, რომ ვეტერანების ჰოსპიტალს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა. ეს აღჭურვილობა ჰოსპიტალის პაციენტების უკეთ მომსახურებაში, მათ შორის ვეტერანებს მკურნალობაში დაეხმარება. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ვეტერანებს თავგანწირვისთვის, საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დაცვისთვის. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად,"_აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა.

'''მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რამეთუ მათი თანადგომა სიცოცხლისთვის აუცილებელია ჩვენთვის, რამეთუ ჩვენ კვლავ აქტიური ბრძოლისა და აღმშენებლობის ხანაში ვიმყოფებით. მე უდიდესი მადლობა მინდა მათ გადავუხადო ამ თანადგომისთვის და იმედი მაქვს შემდგომი უფრო პერსპექტიული და უფრო ნაყოფიერი ურთიერთობისა... სამშვიდობო ძალებში ჩვენი გმირი სამხედროების როგორც განათლებაში, ასევე აღჭურვაში და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის რთულ გზაზე სიარულში ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ურყევი და მედგარი მეგობარი,''_ განაცხადა კობა კობალაძემ.

'შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, მოადგილეები_ ვლადიმერ ჩაჩიბაია, ალექსანდრე ტაბატაძე, თეონა აქუბარდია, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი, ეროვნული გვარდიის G5 უფროსის მ/შ ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე და ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ლევან ჯუღელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930