გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

11-06-2021

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, იოსელიანის, ახალშენის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, კლდეკარის, ნასიძის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსაშვილის, ყიფშიძის, აბაშიძის, თამარაშვილის, წიკლაურის, ჯანელიძის და გიორგი სააკაძის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას აკაკი წერეთლის გამზირის, გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის და მეგრელიძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების და ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე კი აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მოსახლეობა.

„თელასის“ ინფორმაციითვე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ჩოლოყაშვილის მოედნის მოსახლეობას, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე მიშველაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე იოველ ჯებაშვილის, ნუცუბიძის, თ. ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930