გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასწავლო წლის დასრულება მიხეილ ჩხენკელმა მე-200 სკოლის მოსწავლეებს მიულოცა

15-06-2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მე-200 სკოლას ეწვია და სასკოლო საზოგადოებას 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება პირადად მიულოცა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციასა და მშობლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ მთელი წლის განმავლობაში გასწიეს.
სასწავლო წლის დასრულება სკოლის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა – გამოიფინა ბავშვების ნამუშევრები და სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. სკოლას წელს 5 კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთაც საბაზო საფეხური დაასრულეს. ერთ-ერთი მოსწავლე სწავლის გაგრძელებას პროფესიულ სასწავლებელში გეგმავს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრომ სასკოლო საზოგადოების დიდი ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევით შეძლო ამ დიდი გამოწვევის დაძლევა, მოსწავლეები ბუნებრივ გარემოში დააბრუნა და მათთვის სკოლებში უსაფრთხო გარემო უზრუნველყო.

მინისტრის თქმით, ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სემესტრი საკლასო ოთახებში დასრულდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით, სკოლებში უსაფრთხოების კონტროლითა და მათი საჭირო რესურსებით აღჭურვის გზით სამინისტრომ ვირუსის შიდა გავრცელება თავიდან აიცილა და პროცესი წარმატებით მართა.

აღსანიშნავია, რომ მე-200 სკოლაში ამჟამად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 63 მოსწავლე სწავლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930