15-06-2021
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
კომპანია „თელასის„ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, აეროდრომის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების II, IIა მიკრორაიონების, იოსელიანის და რომანოზ ხომლელის ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გამრეკელის, კუტუზოვის, ცინცაძის, ქინძმარაულის და ოცხელის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს და ირინა შტენბერგის ქუჩის მოსახლეობა, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე კახეთის გზატკეცილის, კახეთის ჩიხის და მამისაშვილის ქუჩის მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე პეკინის გამზირის, იოსებიძის, სულაკაურის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, გრიგოლ ფერაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობა.