15-06-2021
საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს.
სტუდიის ბავშვებმა ბასტისთან, ბუბუსთან და ბაბილინასთან ერთად მხიარული განწყობის შესაქმნელად კონცერტი სამხედროების შვილებისთვის თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართეს და თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს. საღამოს დასასრულს გვარდიელების ბავშვებმა საჩუქრებად ასაკის შესაბამისი წიგნები და შემეცნებითი სათამაშოებიც მიიღეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროსა და საბავშვო-გასართობ სტუდია „ბასტი-ბუბუს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.