კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან პირველი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობას.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა ომბუდსმენის ანგარიში იყო, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში წარედგინება.