გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია Air Manas-ი შემოდის

17-06-2021

საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, რომელიც ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს რეისებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სასიხარულო ამბავია. თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენს ავიაბაზარს ემატება, ძალიან კარგი მოვლენაა და ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს. ამავდროულად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება ავიამიმოსვლა. ასე რომ, ველოდებით ყირგიზ სტუმრებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი - ბათუმი -ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930