გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობდით, სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არგამოყენება, ეს ორი უხეში ხარვეზი იყო შეცდომა, თუმცა 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა

18-06-2021

„ჩვენ თავის დროზე ვფიქრობდით, რომ სპეცრაზმის გარეთ დაყენება და წყლის ჭავლის არ გამოყენება, ეს ორი უხეში ხარვეზი იყო შეცდომა, თუმცა 17-18 თებერვლის გადმოსახედიდან სხვა ეჭვები გაგვიჩნდა. იგივე ეჭვები გაგვიჩნდა 2019 წლის დეკემბრის ალყასთან მიმართებით“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“.

მისი თქმით, სწორი იყო დანაშაულებრივი, კრიმინალური შტურმის მოგერიება, რომელსაც აორგანიზებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

„რაც შეეხება ხარვეზებს რომელიც სპეცოპერაციის დროს დაფიქსირდა, ამაზე გვქონდა საუბარი, არა ყველა დეტალზე, მაგრამ ჩვენ მინიშნებებით თუ უფრო ფართოდაც ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ იქ იყო გადაცდომები, რაც გვეგონა შეცდომები. სხვა ეჭვები გაგვიჩნდა, როდესაც 17-18 თებერვალს უშუალოდ გავხდით კონკრეტული ფაქტების მომსწრე, რაც ღალატზე პირდაპირ მიანიშნებდა. ეს ფაქტი იმიტომ მოხდა, რომ ის მონაწილეობდა შეთქმულებაში. ამიტომ გადადგა. მაგალითად, ცესკოსთან რომ იყო შტურმის მცდელობა, იქაც ნიკანორ მელია რომ ცდილობდა შეჭრას, სად იდგა მაშინ სპეცრაზმი? იმიტომ იდგა ბარიერების უკან, რომ ეს ოპერაცია დაგეგმილი იყო არა გიორგი გახარიას, არამედ ვახტანგ გომელაურის მიერ, რომელიც ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრია, რომელმაც იცის თავისი საქმე და არ ღალატობს არავის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930