18-06-2021
„კურდღელი ვნახეთ ჩვენ 17 თებერვალს, მანამდე როცა ალყა არ დაშალა და 20 ივნისსაც - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ პირველის თოქშოუში „რეაქცია“ ექსპემიერ გიორგი გახარიას გამონათქვამების კომენტირებისას.
მისი თქმით, გიორგი გახარიას ახასიათებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
„შეურაცხმყოფელი ტერმინები არ არის სწორი გამოსაყენებლად და სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილის წერილშიც ტერმინი “მოღალატე” არ იყო ნახსენები, რა თქმა უნდა, ვინც ღალატს ჩადის, არის თავისთავად მოღალატეც, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენება არის შეურაცხმყოფელი და ჩვენ ვერიდებით ხოლმე ამის გამოყენებას, ჩვენ ვახდენთ ხოლმე უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას, რომ მან ჩაიდინა ღალატი გუნდის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენი შეფასება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.