18-06-2021
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო. ჟიურის წევრები2021 წლის ნომინაციებზე და წლის ტენდენციებზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბნენ.
შეხვედრას ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის 13წევრი და დამოუკიდებელი აუდიტორიდაესწრო. Welcome to Georgia!-ს ჟიურის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. სწორედ მათი შეფასებების საფუძველზე და BDO საქართველოს ჩართულობით ვლინდებიან ნომინაციების გამარჯვებულები. შეხვედრის შედეგად, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი 2021 წლის განახლებული ნომინაციების სია.
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდისთვის, სტრატეგიულად, მნიშვნელოვანია ჟიურის წევრების შეკრება, რადგან სწორედ ამ დისკუსიის ფორმატში იბადება საინტერესო ნომინაციების იდეები, ვმსჯელობთ წლის ტენდენციებზე და ვცდილობთ პროექტი მეტად მორგებული გავხადოთ მონაწილეების სურვილებსა და მისწრაფებებზე. ჟიურის წევრების შეკრება მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ნომინაციებზე რეგისტრაცია ძალიან მალე გაიხსნება, რაც Welcome to Georgia!-ში მონაწილეობის სურვილის მქონე კომპანიებისთვის სასიხარულო მინიშნებაა,“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა, მარინა ჩაიკამ.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინატთა და გამარჯვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პროექტის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ბანკი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტს მხარს უჭერენ ეკონომიკის სამინისტრო, თბილისის მერია და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა. პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორია BDO საქართველო, რომელიც ნომინაციების გამარჯვებულებს თანასწორობის, სამართლიანობის და გამჭვირვალობის პრინციპით ავლენს.