გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე: დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის თაობაზე მიმართავს

18-06-2021

„დროებითი საგამოძიებო კომისია შეიკრიბება და გაანალიზებს გასაუბრებების შედეგებს და მიღებულ ახსნა-განმარტებებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რეგლამენტიდან გამომდინარე კომისია იმსჯელებს, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე იმისთვის, რომ სამომავლოდ გათვალისწინებული იქნეს დაშვებული შეცდომები", - განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, კომისიას აქცენტი ჰქონდა აღებული ყველაზე პრობლემურ უბნებზე, სადაც იყო როგორც დისბალანსი, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ამ უბნებზე დაწერილი იყო არაერთი საჩივარი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დღეს დაასრულა ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრების და საარჩევნო ოლქების თავმჯდომარეების გამოკითხვის პროცესი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930