გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში მსოფლიო ბანკი აქტიურ დახმარებას გვიწევს და მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით

18-06-2021

განვიხილეთ კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

„ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ ვაქცინის მწარმოებელს უშუალოდ, როგორიც არის Pfizer-ი, ასევე ჩვენ მივიღეთ ვაქცინები COVAX-ის პლატფორმიდან - ასტრაზენეკა, Pfizer-ის პირველი პარტია, ჩვენ ახლა ასევე ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანმოს მიერ ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930