გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი არაბული წარწერის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა

20-06-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტს გამოეხმაურა.

„მინდა მადლობა გადავუხადო სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტის ავტორს. მე დილიდან ადგილზე მივავლინე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები. აღმოჩნდა, რომ იქ მომხდარი იყო ვანდალიზმის ფაქტი და ამჟამად მიმდინარეობს ნებართვის გაცემის პროცედურები შესაბამის სპეციალისტებზე, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ადგილზე შესაბამისი დაცულობის მექანიზმი ისევ დაყენდეს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თბილისში ერთ-ერთი არაბული წარწერის დაზიანებასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930