გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და განვითარების აღმავალ ტრაექტორიას დავუბრუნდებით

20-06-2021

ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, დარწმუნებულები ვართ, უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბორჯომში, უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის გასვლითი სხდომის დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი დაღი დაასვა ეკონომიკურ განვითარებას და როდესაც საუბარია უახლოეს ათწლიან გეგმებზე, პანდემიის დაძლევაზეცაა საუბარი.
მინისტრის განცხადებით, სამინისტროების მიერ წარდგენილი კონკრეტული გეგმები არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებსა და რაოდენობრივ ინდიკატორს მოიცავს, თუ რომელ წელს რას უნდა მიაღწიოს ქვეყანამ.

„მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობა მუშაობს მართლაც უპრეცედენტო დოკუმენტებზე, რადგან ათწლიანი გეგმა ჩვენ არ დაგვიმუშავებია. ახლანდელი ვითარება, არსებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა და რეფორმების მიმართ შეუქცევადი დღის წესრიგი გვაძლევს საშუალებას, რომ ათწლიანი, საშუალოვადიანი გეგმით ვიაროთ, დავგეგმოთ კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლები, თუ რას უნდა მივაღწიოთ 2025-2030 წელს. დღეს ასეთი პირველი საერთო განხილვა მოეწყო. თითოეულმა სამინისტრომ, თავისი უწყების მიხედვით, კონკრეტული გეგმები წარმოადგინა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ზოგად ამოცანას, არამედ ძალიან კონკრეტულ ქმედებებს და კონკრეტულ საზომს, რაოდენობრივ ინდიკატორს, რომელ წელს რას უნდა მივაღწიოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში მთლიანად გავანულებთ პანდემიით მიყენებულ ზიანს და შემდეგ კვლავ დავუბრუნდებით განვითარების აღმავალ ტრაექტორიას", – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930