გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა - შენახვა - ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა

21-06-2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქალაქ ბოლნისში მიმდინარე წლის 19 ივნისს, მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლნისში მომხდარი დაპირისპირებისას, რა დროსაც 1 პირი სასიკვდილოდ დაიჭრა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ი.ჩ.-ც, რომელსაც თან ჰქონდა სამართალდამცველების მიერ ამოღებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930