გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც

21-06-2021

„მიმდინარე წლის მაისში, აპრილის მსგავსად, საგარეო ვაჭრობის კვლავ სარეკორდო გაუმჯობესება დაფიქსირდა. 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18.2 პროცენტით მეტია, და მცირედით 2 % ჩამორჩება პანდემიამდე პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს”, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ საგარეო ვაჭრობის მონაცემების შეაფასას.

საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, მაისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 45 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 339.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა და თითქმის გაუთანაბრდა პანდემიამდე პერიოდის დაფიქსირებულ მონაცემებს, ხოლო 2021 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი მთელი 24.4 პროცენტით 1,538.1 მლნ. აშშ. დოლარამდეა გაზრდილი, რაც 2019 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელს სულაც 4 % აღემატება.

„რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მაისში 1 943.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.7 პროცენტი შეადგინა, რაც 3.3 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, და საგადახდელო ბალანსის და ზრდის დინამიკაზე აისახება პოზიტიურად. მაისის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმაც აჩვენა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 3 შესაძლო სცენარიდან (საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური), დიდი შანსია ზრდის განახლებული პროგნოზი, არა თუ საბაზისო სცენარით განვითარდეს და 6.5 პროცენტი იყოს, არამედ სულაც ოპტიმისტურ სცენარზე გავიდეს და 2021 წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ ორნიშნა - 10.2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდეს, რაც არა თუ მთლიანად გადაფარავს გასული წლის 6 პროცენტიან ვარდნას, და 2019 წლთან შედარებითაც 4 პროცენტიანი ზრდა გვექნება, არამედ მსოფლიოშიც ერთ - ერთი ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელიც!“ - აღნიშნა ექსპერტმა.

„აღსანიშნავია, რომ ურყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებასთან ერთად, საპროგნოზო დაშვებებზე სწრაფად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც და მთავრობის ვალის შემცირების მაჩვენებელი ამავდროულად, რაც წლიურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება. ყველა ეს მაკროეკონომიკური პარამეტრი მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა დაგეგმილზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, რაც არა მხოლოდ დასაქმების აღდგენაზე აისახება დადებითად, არამედ სავალუტო კურსზეც მთლიანობაში, რომლის გამყარების ტენდენცია ისედაც სახეზეა, ზრდის მაღალი ფაქტორიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930