გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ის ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა

21-06-2021

ის ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე სამ ნაწილად იყოფა.

„პირველი იყო ის, რაც სხდომათა დარბაზში ჩატარებას მოჰყვა - იყო ჯერ გავრილოვის და შემდეგ ოპოზიციის პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის ჩემი შეცდომა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა. ეს იყო მთავარი დანაშაული, რაც იმ ღამეს ჩაიდინეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930