გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა : ბატონი ვაშაძის ინიციატივა რეალობას აცდენილია და პოპულიზმით არის გაჟღენთილი

21-06-2021



„თუ პოპულიზმი არ არის, ბატონმა ვაშაძემ წარმოადგინოს ერთი ბანკი მაინც, სადაც თანახმა არიან, 15% -ში პენსიონერს 2 000 ლარამდე მისცენ, დღესვე მასთან ერთად ხელს ჩავკიდებ, წავალ, ხელშეკრულებას გავწყვეტ და იქ მივიტან“ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის ინიციატივის კომენტირებისას, რომლის თანახმად, პენსიონერს საშუალება უნდა მიეცეს, თანხის სხვა ბანკში ჩარიცხვა მოითხოვოს.

მისი თქმით, ვაშაძის ინიციატივა საერთოდ აცდენილია რეალობას და პოპულიზმით არის გაჟღენთილი.
მისივე თქმით, ხელშეკრულებაში ისედაც წერია, რომ ბენეფიციარმა სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართოს „ლიბერთი ბანკს“ და უფასოდ გადაურიცხავენ მისთვის სასურველ ბანკში.
„ეს ავუხსენით, ვერ გაიგო.

როცა ისინი გარე-გარე დარბოდნენ და წრეებს ურტყამდნენ პარლამენტს ჩვენ, პარლამენტის ჯგუფს, ოპოზიციასთან ერთად, იანვრის თვიდან დაწყებული გვაქვს შეხვედრები ეროვნული ბანკის, მთავრობის, ლიბერთი ბანკის ჩართულობით. უკვე ოთხი შეხვედრა იყო.

ხუთშაბათს მოვა „ლიბერთი ბანკი“. არსებული ხელშეკრულებით, თუ დღეს პენსიონერი სესხს აიღებს, გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს სთხოვენ ამ ვალს. ჩვენი მხრიდან ინიცირებულია, იქნებ ამაზე უარი თქვას ბანკმა, ეს ერთი და მეორე თემა - გრძელვადიანი სესხები დაუშვას და არა მოკლევადიანი ერთწლიანი სესხები, ანუ ყოველთვიურ გადასახადს შეუმცირებს.
მესამე მიმართულებაა, ისეთი პროდუქტი შექმნას, თუ იქნება თავდებში პენსიონერის ოჯახის წევრი, პროცენტი იყოს არა ეფექტური 36-35% არამედ გაცილებით ნაკლები.

ზოგადად საპენსიო სესხებზე პროცენტი დაწიონ, ამაზეა საუბარი“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე თქმით, საპენსიო თემა გადასახედია და ამაზე პარლამენტში შესვლის პირველივე დღიდან საუბრობს, მაგრამ 15 %- ზე საუბარი პოპულიზმია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930