ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე ,,საქსტატის’’ მიერ ეკონომიკის ვაჭრობის მონაცემებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს. ,,მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და გლობალურ ბაზარზე წარმოშობილი პრობლემებისა, საქართველოს ეკონომიკა ბოლო თვეების მანძილზე სულ უფრო მეტად ამყარებს ეკონომიკის გაჯანსაღების, განვითარებისა და დინამიზმის პოზიტიურ ტრენდს: ’’ ექსპერტის თქმით, ეკონომიკური ზრდა 2 - ჯერ აღემატება პანდემიამდე რამდენიმე წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რასაც 2 ჯერ აღემატება საქართველოს ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი.
,,მთლიანობაში, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.4 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი, შესაბამისად, 15.7 პროცენტით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა - 18.2 პროცენტით, ხოლო ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი - 26.6 პროცენტით.’’
არჩვაძის განმარტებით ეს მაჩვენებლები საქართველოს ეკონომიკის მდგრად და დინამიურ განვითარებაზე მიუთითებს და მაგალითად მოჰყავს 2021 წლის მაისის თვის ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის დონეს.
ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელმა კი, 21. 5 % გადააჭარბა 2019 წლის მაისის დონეს. თებერვლის თვიდან, ყოველი თვის ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდე არსებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს (2019 წ. დეკემბერი - 237.0 მლნ. აშშ დოლარი).. ,, 2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის წილმა ექსპორტის მთლიან მოცულობაში 73.1 პროცენტი შეადგინა - 1.3 პუნქტით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ რეექსპორტის ზრდას თითქმის 1.5-ჯერ გადააჭარბა (ზრდა წინა წელთან, შესაბამისად, 26.6% და 18.8%). ‘’ ასევე, ექსპერტი საქართველოს სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორზე, - ჩინეთი, თურქეთსა და რუსეთში ექსპორტის 4/5 (79.7%) მატების ტენდენციას ეხმიანება, სადაც ჩვენი ქვეყნის პროდუქციის ადგილობრივი ექსპორტის ნახევარი რეალიზდება, ეს მაჩვენებელიც წინა წლებთან შედარებით ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელზე 50.3 პროცენტზე მეტია.
,, ზემოთ მოტანილი ექსპორტის დინამიკა ცალსახად ადასტურებს საქართველოს რეალური სექტორის მდგრადობისა და განვითარების მზარდ პოტენციალს, რაც მნიშვნელოვანწილად მიღწეულია ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების რეალიზაციით და მთლიანობაში, კერძო სექტორის მხარდაჭერისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისაკენ მიმართული კომპლექსური სახელმწიფო ღონისძიებებით. ‘’ წერს იოსებ არჩვაძე".