21-06-2021
ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოციალურ კოდექსზე მუშაობის დაწყებას ეხმიანება.
"სოციალური კოდექსი", რომელიც ნებისმიერი ადამიანის სოციალური დაცვის მექანიზმია საქართველოში საკმაოდ დიდი ხარვეზებით არსებობდა და ხშირ შემთხვევაში უსამართლობის განცდას იწვევდა.
საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, „სოციალური კოდექსის“ - სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის შემუშავებაზე იწყება მუშაობა.
სოციალური და დევნილთა დახმარებები, ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, პენსიები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხები, ასევე დასაქმების საკითხები და სხვა საჭირბოროტო მიმართულება, რომლებზეც იმუშავებენ როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი სპეციალისტები, შექმნიან დოკუმენტს, რომლითაც ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ღონისძიებებს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე და იქნება სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან. იმ მოთხოვნებთან რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნორმალური, ღირსეული სიცოცხლის საშუალებას მისცემს’’ - წერს გია გაბრიჭიძე facebook-ში.