გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუჭავა: „სოციალური კოდექსის" შემუშავება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში პარლამენტი პირველივე დღიდან ჩაერთვება

21-06-2021

"ეს არის გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ამ პროცესში პარლამენტი პირველივე დღიდან იქნება ჩართული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „სოციალური კოდექსის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კუჭავამ კოდექსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესში უზრუნველყოფილ იქნას სრული ინკლუზიურობა.

„როგორც სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში, ასევე, პარლამენტში განხილვების დროს, უზრუნველყოფილი იქნება სრული ინკლუზიურობა იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, გამოცდილება და აქვს მოსაზრებები, თუ როგორ გავაკეთოთ კიდევ უკეთ ზუსტად ის რეფორმა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, იყოს ჩართული. საბოლოო ჯამში, ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის მიღწევას, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას და შევძლებთ, ამისთვის მოვამზადოთ სოციალური დაცვის სისტემა და ეს იქნება ერთი კოდექსის სახით წარმოდგენილი, ისევე, როგორც ეს არის განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ამ გარანტიას", - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძეს სოციალური კოდექსის რეფორმის ინიციატივისთვის, ასევე სამუშაო პროცესში ჩართულ საერთაშორისო პარტნიორებსა და ექსპერტებს მადლობა გადაუხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930